საქართველო COVID-19-ით სიკვდილიანობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა
ასი ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ამას მოწმობს გამოცემა New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა და 100 000 მოსახლეზე 120 ადამიანი შეადგინა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღეში საშუალოდ 4,462 შემთხვევა ფიქსირდება.
რაც შეეხება COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ასი ათას მოსახლეზე გარდაცვალებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.
ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკა 1.96-ს შეადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით დღეში საშუალოდ 77.1 ადამიანი იღუპება.
New York Times-ის ცნობით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 26%-ია.

სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"