როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.
3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა +9 გრადუსიდან +14 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში 3-4 დეკემბერს უნალექო ამინდს ელოდებიან, 5 დეკემბრიდან კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერტურა +14, +17 გრადუსი იქნება.
თბილისში 2 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდი 5 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერი მაქსიმუმ +14 გრადუსამდე გათბება.
მაღალ მთაში 5 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი მაქსიმუმ +2 გრადუსამდე გათბება.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა