სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს პასუხობენ
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას პასუხობენ, რომლის მიხედვითაც ამ მიმართულების საქმიანობისთვის გადასახადების გაზრდა 70%-მდე განიხილება და შეზღუდვებს დამატებითი რეგულაციები ემატება.
ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ პირობებში მთელი რიგი აქტივობების შეწყვეტა მოუხდებათ, როგორიცაა სპონსორობა და სპორტული მიმართულების პროდუქტების შეჩერება.
"დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხიოს სპორტის პროდუქტის ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი", - განაცხადა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“