ფონდ ,,საქართველოს ემიგრანტებსა" და საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ფონდ ,,საქართველოს ემიგრანტებსა" და საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის დირექტორმა/პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა და საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელმა ივლიტა გოგუამ.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო პროექტების განხორციელება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა; ქართული დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის ფართოდ გაშუქება და ემიგრანტებისთვის აქტუალური საკითხების წინ წამოწევა.
მემორანდუმის ფარგლებში კულტურული,საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელება მოხდება;
ასევე, ფონდის საქმიანობის, კულტურული ღონისძიებებისა და ერთობლივი პროექტების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების ფართო წრეებისთვის. მათ შორის: მედია საშუალებებით სხვადასხვა სიახლეების, აქტივობებისა და ღონისძიებების გაშუქება; ემიგრანტების თემებზე საინტერესო პროექტების მომზადება, სხვადასხვა სახის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება - განხორციელება და მისი გაშუქება.

სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“