როგორი ამინდია მოსალონდელი საქართველოში 11 თებერვლამდე
8 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 8 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9-10 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა