ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ერივნული სააგენტო ავრცელებს.


"29 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 29-30 მარტს დაბლობსა და ბარში +12, +17, ხოლო 31 მარტიდან +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება.


ქ. თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 მარტს ქარი ჩადგება და 3 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 მარტიდან +20, +22 გრადუსამდე მომატებს, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 285 ჯერ