„გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო"- 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.
„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა.
მიკონკრეტებს ეგ არა, მეორეო.
არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო…როგორ აუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა.
ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება, რომ ვუყურებ“, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 8 წლის მოზარდს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"