დღეს დილიდან წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე
დღეს დილიდან წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ძირითად სამუშაოებს დღესვე დაასრულებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა". ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი. ბექა ყურაშვილის განცხადებით, გზის საფარი სრულად დაახლოებით ერთი თვეში მოწესრიგდება.
" ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა"-მ აქტიური სამუშაოები დაიწყო, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. "ეს ემ კა" ხვალვე ჩაატარებს საკონტროლო შემოწმებას. რაც შეეხება გზის საფარის მოწესრიგებას, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,იმედი" რომელსაც ხელშეკრულებით გაწერილი აქვს კონკრეტული ვადები და თუ წვიმიანი ამინდები არ იქნება, გზის საფარის სრული მოწესრიგება ერთი თვის განმავლობაში დასრულდება"- განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა