17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.
„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ხვალ დღისით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აჭარის სანაპირო რაიონებში კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +31+36 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მთაში +30+32 გრადუსი, მაღალ მთაში +20+25 გრადუსი. 13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, პარალელურ რეჟიმში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. დაბლობ რაიონებში, ისევე როგორც მთიან რაიონებში ტემპერატურა +27+29 გრადუსი, სანაპირო რაიონებში კი ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მომავალ კვირას ბარში +29+31 გრადუსი, მთიან რაიონებში კი +27+30 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა +28+31 გრადუსი“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია