არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.
ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს, სახელწოდებით "ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"