როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის