"გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100-100 ათას ლარს გამოუყოფს"
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქენი, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს გადასცემს.
„მე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავობდით, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას. სამინისტროს შემადგენლობასა და თითოეულ თანამშრომლებს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს სამინისტრო 100 ათას ლარს, ასევე გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით