ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
72 წლის მამაკაცი „ოპელის“ მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებული მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა