დიდ დიღომში, კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 წლამდე ბავშვია
დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი დედა-შვილია, დაშავებულია 2 წლამდე ბავშვი, მესამე კი მეზობელი. აფეთქება დღეს, პირველი სექტემბრის დილას მოხდა.
დაშავებული დედა-შვილი ხეჩინაშვილისა და იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, ქალის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს მიეკუთვნება:
"რეანიმაციის განყოფილებაში შემოყვანილია ახალგაზრდა ქალბატონი, კრიტიკული დამწვრობით, სასუნთქი გზების თერმო-ინგალაციური დამწვრობით, გამოხატული დამწვრობითი შოკით", - განაცხადა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მცირეწლოვანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს იაშვილის კლინიკაში. სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა