საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნეს, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი.
ამასთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"