როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.
24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლი 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"