საქართველოში პური იაფდება
საქართველოში პური იაფდება. პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები უკვე შეამცირა. თუმცა, ელოდებიან, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, პირველადი მოხმარების პროდუქტს კიდევ უფრო მეტი მწარმოებელი გააიაფებს.
„მსოფლიოში ხდება ხორბლის გაიაფება. ეს ძირითადად განპირობებულია რეგიონულად, მათ შორის ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებით. სტაბილურად მუშაობს უკრაინის დერეფანი, ანუ უკრაინის პორტებიდან გამოდის ხორბალი და მიეწოდება მსოფლიოს. შესაბამისად, ამან სტაბილიზაციის პირობა შექმნა. მეორე სერიოზული ფაქტორი არის ის, რომ რუსეთში არის ხორბლის ძალიან დიდი მოსავალი. შესაბამისად გადავსებულია საცავები. ფქვილი გაიაფდა დაახლოებით 10 ლარით. ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი აისახოს სუპერმარკეტებში და მარკეტებში, რომ მომხმარებლამდე მივიდეს ეს ფასი სწორად“, - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"