ამ გვერდის ამობედვა

2024 წლის მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

2024 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშების რეგისტრაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და 8 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დასრულდება.

 

ამასთან, საელჩო მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას ავრცელებს:

 

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

 

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

 

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

 

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

 

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

 

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

 

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

 

გარდა ამისა, აშშ-ს საელჩო ურჩევს პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს, რეგისტრაციამდე აუცილებლად გაეცნონ ინსტრუქციას ბმულზე: მწვანე ბარათის გათამაშების ვიზა

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც 55 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება.

 

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.

წაკითხვა 358 ჯერ