როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
სიახლეები
- "პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ" - სალომე ზურაბიშვილი
- "ვინ, რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ? - წავიდნენ სახლში და იტრიალონ" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- "შტურმი" ტვინებზე ანუ პოლიტიკური კრიზისის ფსიქოანალიზი - როგორ გვინადგურებს ფსიქიკას აგრესია და ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი
- "ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ქვეყნის მიტაცებას და ავტორიტარიზმის დამყარებას" - ელეონორა არჩაია
- 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს