"სააკაშვილმა გამოჯანმრთელების ნაცვლად, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი „აიკიდა“- მძიმედაა"- ვალერი გელბახიანი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას, შესაძლოა, ტუბერკულოზი დაუდგინდეს.
როგორც გელბახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისი ანალიზები სააკაშვილს გუშინ ჩაუტარდა, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუღეს ანალიზები. აინტერესებთ ტუბერკულოზი აქვს თუ არა. ჯერჯერობით კვლევის შედეგი ცნობილი არ არის. სიცხეები აქვს, დაბლა არ უწევს ტემპერატურა, უძრავადაა. ალბათ, ერთი დაავადება კიდევ დაემატა ამ ტუბერკულოზის სახით. 6 თვის წინ როდესაც გადმოიყვანეს, მსგავსი არაფერი სჭირდა. როდესაც ვაყენებდით საკითხს, რომ დიაგნოსტიკა არასწორია და არასწორი მკურნალობა მიდის, იქით გვეჩხუბებოდნენ. ბრალს გვდებდნენ, რომ არასწორ განცხადებებს ვაკეთებდით. ახლა აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, აღმოაჩნდა დაავადება, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. ეს დაავადება მას მკურნალობის პერიოდში შეხვდა. ხომ უნდა აგვიხსნან, ნაცვლად იმისა, რომ მკურნალობის პერიოდში გამოჯანმრთელებულიყო, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი „აიკიდა“. მძიმედაა, ცუდადაა. თავად ვერ გადაადგილდება. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ როცა სახელმწიფოს აღარ შეუძლია, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მიიღოს ზომები, რატომ არ იღებენ?“- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
სიახლეები
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი
- სან-დიეგოში ჩამოვარდა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა
- “ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ” - მიხეილ ყაველაშვილი
- ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა