საპატრიარქო ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ფაქტი უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.
მათივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება.
„ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
ამავე დროს, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის. ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
სიახლეები
- “ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, კონკრეტულ ბრალდებაზე განცხადებას არავინ აკეთებს, მათი მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან” - გია ვოლსკი
- მარწყვის ლიმონათი
- "რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა" - დონალდ ტრამპი
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი