"რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა?"
რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა? – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საახალწლო სლოგანებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ ქვეყანას მშვიდობა აქვს.
„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს რაიმე სლოგანი? საარჩევნო ბანერი ხომ არ არის, რა შუაშია? ნაძვის ხე გაანათე, სათამაშოები ჩამოკიდე და მორჩა. კახი კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, იქ წლები ცხოვრობდა და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ. კიევი დაბომბილია, შუქი არ აქვთ და გათბობა, ამ დროს შენ რაღაც ნიშნის მოგებით აწერ ნაძვის ხეს. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს? უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის შემდეგ „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ დაარქვას? კალაძეს საახალწლო სლოგანი თუ უნდა, რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი დააწეროს, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან რუსი დეზერტირები. ეს არის სინამდვილე და უხერხულია ახლა იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ „ჩვენ მშვიდობა გვაქვს“. სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა. მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ჩვენს ნაძვის ხეზეც ვერ ბედავენ თავდასხმას. ეს არის მარაზმი. რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა? აბა, დააწეროს კალაძე. სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საახალწლო სლოგანებთან დაკავშირებით განაცხადა: „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკოსებმა სცადეს, სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ ნიშნის მოგებად მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა“.
სიახლეები
- “ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, კონკრეტულ ბრალდებაზე განცხადებას არავინ აკეთებს, მათი მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან” - გია ვოლსკი
- მარწყვის ლიმონათი
- "რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა" - დონალდ ტრამპი
- თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- “სვანეთს ქალი მოსტაცეს ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას” - თეა წულუკიანი