" გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს"- გიული ალასანია
გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, [სახეზე] რაღაცები დამადესო, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ასევე აღნიშნა, სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს.
„წნევა ჰქონდა მაღალი, არადა საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა - შეიძლება ამის ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება - ეს არის ძალიან სასწრაფო, რადგან ადამიანი ვერ ჭამს. მეც ვარ იმის მოწმე, რომ უნდა, მაგრამ ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. ორი ლუკმაც პრობლემაა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს