საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას ზაზა სარალიძე შეურთდა
საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მართავენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა.
ზაზა სარალძემ ოჯახის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატა.
აქცია საპატრიარქოს შენობის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დეკანოზის ოჯახის წევრებს გაშლილი აქვთ კარავი და მათი მთავარი მოთხოვნაა, გიორგი მამალაძის ზიარება. ხოლო დღეს 2 წელი გავიდა დეკანოზის დაკავებიდან.
ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ბრალდება, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი მამალაძმ შეთქმულების მსხვერპლია. ოჯახი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის