სინოპტიკოსები 15-დან 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 15-დან 20 იანვრამდე პერიოდში, დღისით დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ამასთან, დღეს, 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო და ქარიანი ამინდი, თუმცა ქარის სიჩქარე ნელ-ნელა დაიკლებს და აღარ იქნება გრიგალის კატეგორიის, რომელიც ბოლო სამი დღე ფიქსირდებოდა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, 17 იანვრიდან კი ყინვა შესუსტდება და დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან 20 იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს