მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე
სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში, რუსეთის მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტები მოხვდა ერთ მრავალსართულიან და ერთ კერძო სახლს.
ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს С-300 ტიპის 4 რაკეტა. ნიკოლაევის ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათიდან იყო გამოცხადებული.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს დოკუმენტურად დადასტურებული აქვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილამდე დაიღუპა 8 572 და დაიჭრა 14 441 სამოქალაქო პირი.
უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ოკუპირებული და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ვერ ხერხდება ინფორმაციის დროულად მიღება და გადამოწმება.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე