ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში მეწყერი ჩამოწვა, ევაკუირებულია ერთი ოჯახი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში, ერემაძეების უბანში მეწყერი ჩამოწვა, ევაკუირებულია ერთი ოჯახი.
არსებული ინფორმაციით, მეწყერმა უბანთან დამაკავშირებელ გზა დააზიანა და ადგილობრივი მცხოვრების, ბაჩუკი ერემაძის საცხოვრებელ სახლსაც საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას ეცნობიან.
„ჩამოწოლილია მეწყერი და სულ უფრო მოდის. აქვს ბიძგები და არის საშიშროება, რომ მთლიანად წამოვიდეს და სახლი დაინგრეს. როგორც კი ჩამოწვა მეწყერი ბავშვები გავიყვანეთ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან იყვნენ მოსულები, მაგრამ არ ვიცი. რა გვეშველება. იმედია გამოსავალი მოიძებნება“, - განაცხადა ჭაქვინჯის მკვიდრმა მზიური ერემაძემ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს