"მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის, მადლობას ვუხდი ოჯახს, ყველა გულშემატკივარს" - დეკანოზი გიორგი მამალაძე
მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის - მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს. მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება.
"მადლობას ვუხდი ოჯახს, თორნიკეს. ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. ყველა ჩემს უფლებადამცველს, მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივს და საერთაშორისოს. ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც იცავდა ჩემს უფლებას. ასევე ყველა ჟურნალისტს ვუხდი მადლობას. მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე იცის.
ჩემი მთავარი გეგმაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა უფლებას და საშუალებას დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, მე მაინც მიყვარს ის", - აღნიშნა დეკანოზმა.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"