ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა უკრაინაში პუტინის ომი და სამხედრო ინტერვენციის მეორე წლისთავი გააპროტესტეს.


სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. შეკრებილებმა უკრაინელ ხალხს გამძლეობა და გამარჯვება უსურვეს.

 

რუსული აგრესია და ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება.

წაკითხვა 155 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2024

სიახლეები