როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
მარტის ბოლომდე საქართველოში ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ წვიმა, მთაში კი თოვლი შენარჩუნდება.
მისივე ინფორმაციითვე, 29 მარტს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსი ტემპერატურა იქნება. დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს და ხვალ თბილისში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ–ში. ტემპერატურა, სავარაუდოდ, 11 გრადუსი იქნება.
30 მარტს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 7-12 გრადუსია მოსალოდნელი. ცივი ამინდი შენარჩუნდება დედაქალაქშიც, სადაც ტემპერატურა კვლავ 11 გრადუსი იქნება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.
31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის განმავლობაში 10-15 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი - 20-25 მ/წმ–ში.
აღმოსავლეთ საქართველოში 31 მარტს ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამით ტემპერატურა –2 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში კი +2 გრადუსამდე იქნება. სინოპტიკოსების ცნობით, გორი–სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარი - 17-22 მ/წმ–ში იქროლებს.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე