არავინ არ უნდა შევუშვა, არც სპეციალისტები, არც მუშები - ჭავჭავაძეზე უბედური შემთხვევის ადგილი დალუქულია
ვაკეში ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, უბედური შემთხვევის ადგილი დალუქულია.
წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების გარვეული ნორმები მშენებარე ტერიტორიაზე დარღვეული იყო. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მომხდარ შემთხვევას გუშინ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, უცნობია, როდის განახლდება სამშენებლო სამუშაოები. როგორც სამშენებლო კომპანიის დაცვის თანამშრომელი „კურიერთან“ საურისას აცხადებს, მას არ აქვს უფლება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშები ან თუნდაც სპეციალისტები შეუშვას.
„არავინ არ უნდა შევუშვა, არც სპეციალისტები, არც მუშები,“ - ამბობს დაცვის სამსახურის წარმომადგენელი.
ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ტრაგედიის ადგილზე სპეციალისტები, დაახლოებით, ერთ საათში მივლენ და დაიწყებენ მოკვლევას, თუ რამდენად სწორად ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოები.
უმძიმესი ტრაგედიის შედეგად, ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპულ მეორე მუშას მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. 41 წლის ედუარდ დავრიშევის ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. რამდენიმე საათით ადრე ამავე ადგილას მიწიდან კიდევ ერთი დაღუპული, 25 წლის დავით აბესაძე ამოიყვანეს.
უბედური შემთხვევა გუშინ, დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი," რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს, ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე