2018 წლის აბორტის სტატისტიკა საქართველოში
2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა.
„დადებითად უნდა შეფასდეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული რაოდენობის კლებითი დინამიკა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ ციფრმა 24 308 შეადგინა. მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” - ნათქვამია ანგარიშში.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე