გარდაიცვალა 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი
34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა.
შემთხვევა გუშინწინ, 10 აგვისტოს, მოხდა. გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებდა, რომ მწვერვალიდან უვნებლად გამოიყვანეს სამი მთამსვლელი, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა.
არჩილ ბადრიაშვილი ალპინიზმის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი იყო, 2022 წელს "ოქროს წერაყინის" გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე