გასაყიდად გატანილი ყვავილების უმრავლესობა საფლავებიდან მიაქვთ
ქუთაისში ყვავილების ბაზრობებზე გასაყიდად გამოტანილი თაიგულების უმრავლესობა საფლავებიდან არის აღებული.
ყვავილების ბაზრობაზე დასაქმებული ერთ-ერთი რეალიზატორი, ჩვენთან საუბრისას კონფიდენციალურად ყვება, რომ ყვავილების ბიზნესში ჩართული ადამიანები მხოლოდდამხოლოდ მომხმარებლის მოტყუებაზე არიან ორიენტირებული.
„სქემა არის ძალიან მარტივი. ყვავილების რეალიზატორი შეთანხმებული არის მესაფლავეებთან და ასევე მიცვალებულის გადამყვან მანქანის მძღოლებთან და ეუბნება, რომ მომიტანეთ დაკრძალვის დღეზე მიცვალებულებთან პატივის ნიშნად მიტანილი ყვავილი და თანხას გადაგიხდითო. ჩვენ რეალიზატორები ამ ყვავილების ბუკეტს ვშლით, თავიდან ვაწყობთ და მეორედ ვყიდით. დღეს ყვავილები იმდენად გაძვირებულია, მომხმარებელს ასე ყიდვა ურჩევნია,"- აცხადებს ერთ-ერთი რეალიზატორი.
მეყვავილეების ნაწილს ყავილები რომ საფლავებიდან მოაქვს, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს „ფლოუერს ჰაუსის“ დამფუძნებელს ინგა გურეშიძესაც.
მისი თქმით, მსგავი მეთოდების გამო, ბაზრობებზე ყვავილები თვითღირებულებაზე იაფად იყიდება.
„მეც ვიცი ამ მეთოდის შესახებ და სამწუხაროდ ბევრი მეყვავილე მიმართავს ამ ხერხს. ამიტომაც არის ბაზრობებზე ყვავილები უფრო იაფი, რადგან არავინ იცის, ეს ყვავილები მერამდენად იყო მიცვალებულთან პატივის ნიშნად მიტანილი. ჩვენთან ორიგინალი ყვავილები იყიდება,“ - აცხადებს ინგა გურეშეიძე.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი