ამ გვერდის ამობედვა

"ტუტანხამონს თაფლი ჩააყოლეს... მტკიცდება, რომ ჩვენთან უფრო ადრე ჩაატანეს მიცვალებულს თაფლი" - ქართული თაფლი 8 000 წლისაა?

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, მილ­სა­დენს სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბორ­ჯო­მის მი­და­მო­ებ­ში უნდა გა­ევ­ლო... მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბის დროს სო­ფელ სა­კი­რეს­თან არ­ქე­ო­ლო­გებ­მა კო­დი­ა­ნას ყორ­ღა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­საა, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 5 500 წლის წი­ნან­დე­ლი.

 

ყორ­ღან­ში ნა­პოვ­ნი იყო ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბი, ჩონ­ჩხი ქალს ეკუთ­ვნო­და. ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა სამი ჭურ­ჭე­ლი, ორი თი­ხის და ერთი ხის. ჭურ­ჭლის შიგ­თავ­სი გა­მო­იკ­ვლი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის პა­ლი­ნო­ლო­გი­ურ ლა­ბო­ტა­რო­რი­ა­ში. კვლე­გა პა­ლი­ნო­ლოგ­მა, პრო­ფე­სორ­მა ელი­სო ყვა­ვა­ძემ ჩა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს, რა და­დას­ტურ­და ამ და სხვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­დე­გად:

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თაფ­ლი არის თაფ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბის გრო­ვა. ფუტ­კა­რი ეწ­ვე­ვა იმ მცე­ნა­რეს, რო­მელ­საც ტკბი­ლი და არო­მა­ტუ­ლი ნექ­ტა­რი აქვს. იგი აგ­რო­ვებს ამ მცე­ნა­რე­ე­ბის ყვა­ვი­ლის მტვერს, მერე აკე­თებს გუნ­დებს, გუნ­დებს დებს თა­ვის უკა­ნა თა­თე­ბის ნა­კეც­ში ანუ კა­ლა­თებ­ში და მი­აქვს თა­ვის სკა­ში, სა­დაც შემ­დგომ თაფლს აწარ­მო­ებს და დამ­შე­ულ შვი­ლებ­საც ასაზ­რდო­ებს. თაფ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი­ის რა­ო­დე­ნო­ბა და მათი დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია თაფ­ლის ხა­რის­ხის ძა­ლი­ან კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია! მცე­ნა­რე­თა მტვრის კომ­პლექ­სი გვიჩ­ვე­ნებს იგი ვე­ლუ­რი ფუტკრის უნდა ყო­ფი­ლი­ყო თუ მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი­სა.

 
შუ­ლა­ვე­რის გო­რის ნა­მო­სახ­ლა­რის ზედა ფე­ნა­ში ნა­პოვნ კე­რა­მი­კის ანა­ფხეკ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი:ფუტკრის ბუ­სუ­სე­ბი; ფუტკრის კლან­ჭი; თაფ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­თა მტვე­რი

ჭურ­ჭელ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლა ძალ­ზედ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სა­მი­ვე­ში სა­უ­კე­თე­სო თაფ­ლი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ოღონდ სხვდა­სახ­ვა მცე­ნა­რე­თა ყვა­ვი­ლის მტვრის შე­მად­გენ­ლო­ბით. ერთი იყო ცა­ცხვის თაფ­ლი, სა­დაც ცა­ცხვის მტვე­რი დო­მი­ნი­რებ­და.

მე­ო­რე ჭურ­ჭელ­ში მდე­ლოს თაფ­ლი იყო, მე­სა­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი თაფ­ლი კი ადას­ტუ­რებს, რომ იქ კულ­ტუ­რუ­ლი მარ­ცვლოვ­ნე­ბი დო­მი­ნი­რებ­და. მა­გა­ლი­თად, ხორ­ბა­ლი. ასე­ვე, სა­მი­ვე ჭურ­ჭელ­ში იყო იმ მცე­ნა­რე­თა მტვე­რი, რო­მე­ლიც ეზო­ებ­ში, ბი­ლი­კის პი­რებ­ზე და სა­ნაგ­ვე­ებ­ზე იზ­რდე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სკე­ბი ეზო­ებ­ში, ან სახ­ლის მი­და­მო­ებ­ში იდგა.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა დიდი კა­მა­თი გა­მარ­თეს, შე­იძ­ლე­ბა ტყე­შია და ვე­ლუ­რი ფუტკრის იყო­სო, მაგ­რამ არ არის ეს ვე­ლუ­რი ფუტკრის თაფ­ლი. მა­შინ იქ არ იქ­ნე­ბო­და არც ხორ­ბა­ლი, არც ხვარ­თქლას, მა­ტი­ტე­ლას, ჭინჭრის და მრა­ვალ­ძარ­ღვას მტვრის მარ­ცვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და ხორ­ბლე­უ­ლის ყა­ნებ­ში იზღდე­ბა. ამ კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით დას­ტურ­დე­ბა რომ სა­კი­რე­ში მე­ფუტკრე­ო­ბა ნამ­დვი­ლად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

გა­დაჭ­რი­ლი გორა, მარ­ნე­უ­ლი

შემ­დე­გი კვლე­ვე­ბი უკვე ნე­ო­ლი­თურ ხა­ნის ძეგ­ლებ­ზე და­ვი­წყეთ. ეს ის დროა, როცა ადა­მი­ა­ნი დაჯ­და მი­წა­ზე, მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც აი­შე­ნა და მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის მო­ში­ნა­უ­რე­ბა და­ი­წყო. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეს მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით 9 000-8 000 წლის წინ. მარ­ნე­უ­ლის ახ­ლოს ეს ძეგ­ლე­ბია - გა­დაჭ­რი­ლი გორა, შუ­ლა­ვე­რის გორა, იმი­რის გორა.

2007 წლი­დან გა­დაჭ­რილ გო­რა­სა და შუ­ლა­ვე­რის გო­რა­ზე მუდ­მი­ვი გა­თხრე­ბი ტარ­დე­ბა, მა­სა­ლა კი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მე­თო­დე­ბით ის­წავ­ლე­ბა. ძალ­ზედ სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შუ­ლა­ვე­რის გო­რა­ზე რო­გორც თი­ხის ჭურ­ჭელ­ში, ასე­ვე კე­რას ძირ­ზე, თაფ­ლის ნაშ­თი აღ­მოჩ­ნდა. მა­შა­სა­და­მე, ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ 8 000 წლის წი­ნან­დე­ლი თაფ­ლი, რო­მე­ლიც უდა­ვოდ მე­ფუტკრე­ო­ბის შე­დე­გი იყო!

იქაც იყო უამ­რა­ვი ხორ­ბლის მტვრის მარ­ცვლე­ბი და ეზოს სა­რე­ვე­ლე­ბის მტვე­რი. რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა ვა­ზის მტვე­რიც ვი­პო­ვეთ თაფლში. თურ­მე, ვა­ზიც უყ­ვარს ფუტ­კარს და მი­დის ნექტრის შე­საგ­რო­ვებ­ლად. არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა ამის შე­სა­ხებ... სწო­რედ რომ გა­დაჭ­რი­ლი გო­რა­სა და შუ­ლა­ვე­რის გო­რას მა­სა­ლა­ზე აღ­მოჩ­ნდა, რომ 8 000 წლის წინ აქ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა და მეღ­ვი­ნე­ო­ბა არ­სე­ბობ­და!

ეს მსოფ­ლი­ო­ში სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნაა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლებ­მა მო­ვა­ში­ნა­უ­რეთ ვაზი და პირ­ვე­ლებ­მა დავ­წუ­რეთ ღვი­ნო. მა­ნამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბობ­და სულ სხვა აზრი. ცნო­ბი­ლი იყო, რომ ღვი­ნის სამ­შობ­ლო ირა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ირან­ში პირ­ვე­ლი ღვი­ნის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჭურ­ჭელ­ში, რო­მე­ლიც თა­რიღ­დე­ბო­და 7 000 წლით. ჩვენ­თან კი ღვი­ნის ჭურ­ჭე­ლი თა­რიღ­დე­ბა 8000 წლით. კვლე­ვე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ამე­რი­კა­ში, საფ­რან­გეთ­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ჩა­ტარ­და, მათი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

სა­დაც ღვი­ნის ჭურ­ჭე­ლი აღ­მოჩ­ნდა, იგი­ვე ფე­ნე­ბის სხვა ჭურ­ჭელ­ში ვნა­ხეთ თაფ­ლის კვა­ლიც. იყო თი­ხის ჭურ­ჭელ­ში და ასე­ვე კე­რა­ში... შუ­ლა­ვე­რის გო­რა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ჩანს საჭ­მელს ამ­ზა­დებ­და და თაფ­ლი ქუ­რა­ში ჩა­ეღ­ვა­რა... დას­ტურ­დე­ბა რომ ნე­ო­ლი­თურ ხა­ნა­ში ადა­მი­ა­ნი შუ­ლა­ვე­რის გო­რა­ზე მის­დევ­და მე­ფუტკრე­ო­ბას. მე­ხორ­ბლე­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ცოტა ადრე მო­ა­ში­ნა­უ­რეს და ხორ­ბა­ლი ცალ­კე ის­ტო­რი­აა...

რაც შე­ე­ხე­ბა ვაზს და მე­ფუტკრე­ო­ბას, მეც­ნი­ე­რე­ბი ვთვლით რომ ყვე­ლა­ზე ად­რინ­დე­ლი კერა სა­ქარ­თვე­ლო უნდა ყო­ფი­ლი­ყო. უტყუ­ა­რია, რომ ვაზი მსოფ­ლი­ო­ში ნამ­დვი­ლად წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მე­ფუტკრე­ო­ბაც აქე­დან წა­ვი­და, რო­გორც კულ­ტუ­რა.

- ყორ­ღან­ში ნა­პოვ­ნი ქა­ლის ჩონ­ჩხი, ნიშ­ნავს რომ მე­ფუტკრე ქალი იყო?

- დიახ, სა­კი­რე­ში აღ­მო­ჩე­ნილ ყორ­ღან­ში და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ქალი იყო... სამ ჭურ­ჭელ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა თაფ­ლის მი­ხედ­ვით ჩან­და, რომ მე­ფუტკრე იყო და თა­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი თაფ­ლი ჩა­ა­ტა­ნეს. ვი­ცით რომ, ღვი­ნო­საც ატან­დნენ საფ­ლავ­ში და ასე შემ­დეგ... თუმ­ცა, სამი სხვა­დას­ხვა თაფ­ლი რომ ჩა­ე­ტა­ნე­ბი­ნათ, ასე­თი შემ­თხვე­ვა სხვა­გან არ ყო­ფი­ლა და ამი­ტო­მაც აქვს მსოფ­ლი­ო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა.

ტუ­ტან­ხა­მონს (ეგ­ვიპ­ტის XVIII დი­ნას­ტი­ის ფა­რა­ო­ნი ძვ. წ. 1347-ძვ. წ. 1337 წლებ­ში) თაფ­ლი ჩა­ა­ტა­ნეს (პი­რა­მი­დე­ბის კვლე­ვე­ბის დროს, სა­არხში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს თაფ­ლის ჭურ­ჭლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით 3000 წლით თა­რიღ­დე­ბა, ავტ), ჩვენ­თან კი მტკიც­დე­ბა რომ კი­დევ უფრო ადრე ჩა­ა­ტა­ნეს მიც­ვა­ლე­ბულს თაფ­ლი. თუ არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დარ­გი, ისე ტრა­დი­ცია ვერ და­ი­ნერ­გე­ბა... მიც­ვა­ლე­ბულს გა­მორ­ჩე­ულს, სა­უ­კე­თე­სოს ატან­დნენ, ზოგ­ჯერ სა­რი­ტუ­ა­ლო­დაც კი ამ­ზა­დებ­დნენ, რად­გან მას ის სჭირ­დე­ბო­და სა­ი­ქიო ცხოვ­რე­ბის­თვის. ეს ამ­ტკი­ცებს, რომ რე­ლი­გი­აც კი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო...

ambebi.ge

წაკითხვა 1486 ჯერ