ამ გვერდის ამობედვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემებით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი.

2025 წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 928 966 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა შორის 44% ქართველი, ხოლო 56% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

 

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10%-ით.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12-დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას, შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.

წაკითხვა 95 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 12 2025

სიახლეები