“მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
“ვიდრე გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ვიდრე არ ვიღლებით მასზე ზრუნვით, ვიდრე პროფესიონალიზმით და თავდადებით ვემსახურებით მას, თბილისი მუდამ იქნება ახალგაზრდული, ძლიერი, განვითარებული ქალაქი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი. არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის. გპირდებით, შემდეგი ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვინც დღეს ეს ჯილდო მიიღო და გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, რადგან თქვენ კიდევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი