ამ გვერდის ამობედვა

თბილისში, სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ - როგორ გამოიყურება უცხოური ანალოგები

კახა კა­ლა­ძემ „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან ჯღარ­კა­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ა­ვა­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბის მი­წის­ქვეშ გა­და­ტა­ნა სხვა ქუ­ჩებ­საც შე­ე­ხე­ბა, სა­დაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

 

 

„იცით, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვი­წყებთ ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სა­დაც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მინ­და, ლე­ვან ჯღარ­კა­ვას და­ვა­ვა­ლო,რომ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, სა­ნაგ­ვე ლურ­ჯი ურ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დგას ქუ­ჩა­ში, ეს ურ­ნე­ბი ჩა­ვი­ტა­ნოთ მი­წის ქვე­მოთ. ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქა­ლაქ­შია ეს პრო­ექ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ამის გა­კე­თე­ბა და ვფიქ­რობ, წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში, რომ შემ­დეგ უკვე სხვა ქუ­ჩებ­ზეც, სა­დაც ასე­თი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, გვქონ­დეს ერ­თნა­ი­რი მიდ­გო­მა,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

 

მი­სი­ვე თქმით, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ლა­მა­ზი არ არის ქუ­ჩებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ურ­ნე­ბი და ეს მიდ­გო­მა შე­საძ­ლოა, სე­პა­რი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

 

„ვფიქ­რობ, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც არ ლა­მა­ზი ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე გა­მოვ­დი­ვართ და ეს სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბი ზე­მოთ არის ამო­წე­უ­ლი, ეს ბევრ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას ქმნის. რა თქმა უნდა, ეს ურ­ნე­ბი ზე­მო­დან და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნა­გა­ვი გა­და­ყა­რონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, უბ­რა­ლოდ ასე ღია და თვალ­ში­სა­ცე­მი აღარ იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა სი­სუფ­თა­ვე. ეს შე­იძ­ლე­ბა სე­პა­რი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­ვა­კე­თოთ, უკვე და­ვი­წყეთ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სკვე­რებ­ში სე­პა­რი­რე­ბუ­ლი სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბის დად­გმა, ანუ ბოთ­ლი ერთ ურ­ნა­ში უნდა ჩა­აგ­დო, სხვა ნარ­ჩე­ნე­ბი - მე­ო­რე­ში და მე­სა­მე­ში. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლა. მოდი, და­ვი­წყოთ ჭავ­ჭა­ვა­ძით, რად­გან მთლი­ა­ნად ვა­პი­რებთ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

 

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უცხო­უ­რი ანა­ლო­გე­ბი

წყარო: ambebi.ge

წაკითხვა 1073 ჯერ

სიახლეები