საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ცესკოს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო.
,,ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.
გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თავადაც გაუზიარეს მოსაზრებები, რომელიც არჩევნებზე უსინათლო ამომრჩეველთა მონაწილეობის პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ელენე ბობოხიძე. საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით 26 სექტემბერს თბილისში გაიმართა. უსინათლო ამომრჩეველთან საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაგეგმილია რუსთავში”, – წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი