ხელფასები იზრდება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.
კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს. შედეგად, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები 46%-ზე მეტით გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:
პოლიციელებს;
ჯარისკაცებს;
საჯარო სკოლების მასწავლებლებს;
ბაღის თანამშრომლებს;
პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში მოხდება, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც
აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვრიდან გაიზრდება ასაკობრივი პენსიაც. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.
სიახლეები
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
- ,,თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია"- ირაკლი ზარქუა
- ,,ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია"- თინა ბოკუჩავა
- ,,როცა საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით შევხედოთ საკითხს"- გიორგი შარაშიძე
- უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული