“მინდა, მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს; მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე!” – მიხეილ სააკაშვილი
“მინდა, მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს
მეგობრებო, ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, “ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა, 9 აპრილის პროტესტანტებს რომ დაეჯერებინათ მოწოდებებისთვის და დაეტოვებინათ მოედანი”.
“23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა, არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა, ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინე სიტყვა.
ის, ვინც ბრძოლის გადადებისკენ და გახანგრძლივებისკენ მოგვიწოდებს, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ბოლო თავისუფალი ტელეარხებიც დაიხურება. მათ 4-მდე ინახავენ „არჩევნების“ პროპაგანდირებისთვის. თავისუფალი უნივერსიტეტები განადგურდება, რადგან არ ჯდება საყოველთაო ტვინ-გამორეცხვის ფაბულაში, ბევრად მეტ ადამიანს დაიჭერენ და დანარჩენებს გააგდებენ და თუ ეს ყველაფერი მოხდა საყოველთაო უიმედობა დაისადგურებს და დასავლეთი საბოლოოდ ჩაიქნევს ჩვენზე ხელს.
ამიტომ, 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა.
ამიტომ გთხოვთ, მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე!
თავისუფლება ან ახლა ან არასდროს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება
- ,,წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში"- შალვა პაპუაშვილი
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი