გელა გელაძე კლინიკაში ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული სამართალდამცველის მოსანახულებლად მივიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე, ინგოროყვას კლინიკაში, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული სამართალდამცველის მოსანახულებლად მივიდა.
ადგილზე მინისტრი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან ერთი პოლიციელის მდგომარეობა საყურადღებოა.
სიახლეები
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
- 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა