დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცის აყვანა ცხელ კვალზე განხორციელდეს. ინციდენტი ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
დაშავებული პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ელის.
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია.
“პაციენტის გადმოცემით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, აბსოლუტურად კონტაქტურია”, – აცხადებს ანი დალაქიშვილი.
სიახლეები
- ,,დღევანდელი სასამართლო ბუტაფორიაა, თუმცა ჯიუტად დავდივართ პროცესებზე, რადგან ამ ჩამოტარებით მოწმეებს მოვუსმინოთ, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტებს ჰყვებიან"- ანი ნადარეიშვილი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს
- 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა