ახალი დიზაინის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების გაცემა იწყება
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალ დოკუმენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთებენ განაცხადს, რომ საფასურები იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.
„ასევე განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:
* დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
* მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა;
* დიპლომატიური პასპორტი;
* სამსახურებრივი პასპორტი;
* ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
* საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.
ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.
პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა დაგეგმილია 2025 წლის 3 ნოემბრიდან“.
სიახლეები
- “არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი” – ლევან სანიკიძე
- “მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს” – ანა ბუჩუკური
- “ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო “საშინლად დაბალი”, სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს – “ოცნებამ” მომავალი 4 წლით “დაიკანონა” მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში” - კახა გოგოლაშვილი
- “2017 წელს 204 000 ადამიანის ხმა მივიღე, ახლა 215 000-ის, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად გაიაზრეთ” - კახა კალაძე
- “რთულია, ვინმემ დაინახოს „ლელოს“ ჭკვიანური ინვესტიცია პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, პარალელურად, ბევრ ფულს შოულობს ხაზარაძე პოლიტიკაში ყოფნისას” – ხვიჩია