4 ოქტომბრის აქციის მონაწილე ვახო ფიცხელაურმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ფიცხელაური, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე დედაქალაქში იმყოფებოდა, საპატიმროში შიმშილობას აცხადებს. მისი წერილი, რომელშიც შიმშილობის მიზეზზე საუბრობს, მისმა ცოლმა, თეო ბზიშვილმა გაავრცელა.
„2025 წლის 6 ოქტომბერს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა „პოლიციელებმა“ ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს ჩემზე. ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება...
დღეს მე ვიმყოფები უკანონო და უსამართლო ტყვეობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას და გამოვაცხადო შიმშილობა“, - წერია ვახტანგ ფიცხელაურის წერილში, რომელიც 10 ოქტომბრით არის დათარიღებული.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს