“ციხეები აავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით - 200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია” - ანზორ მელია
ციხეები აავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით. არ შეგრჩება ბატონო ბიძინა, იცოდე დიდხანს ვერ გაძლებ, - ამის შესახებ ექიმმა, კარდიოლოგმაანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე, ექიმების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ანზორ მელიას განცხადებით, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, აქციაზე ყოველთვის მშვიდობიანად დგას ხოლმე და თუ ვინმე უნდა დაისაჯოს „პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა“.
„200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა ამქვეყნად არაფერი უკეთებია. სირცხვილია, რასაც ეს მთავრობა ამბობს: ჯგუფური რაღაცო [ძალადობის ორგანიზება და მოწოდება]. რა ჯგუფური, კაცი მშვიდობიანად დგას ხოლმე რუსთაველზე და იბრძვის ევროპული მომავლისათვის. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, თუ ვინმე უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა აქ დგომა“.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს