ვრცელდება პატრიარქის წერილი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახური სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილს ავრცელებს.
თქვენო უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს!
უკვე ოცი წელია თქვენ, სირთულეებით სავსე ჩვენს დროში, როგორც პირველიერარქი, ერთგულად ემსახურებით იერუსალიმის ყველასგან გამორჩეულ ეკლესიას და დიდი პატივისცემით სარგებლობთ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში.
საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს დიდი სიყვარული და მოწიწება წმინდა მიწისადმი და აქ მოღვაწე სასულიერო პირთადმი, მითუმეტეს, პირველიერარქებისადმი. ნიშნად თქვენდამი ჩვენი პატივისცემისა, თქვენი საიუბილეო თარიღის მოსალოცად და თანამსახურებისათვის ვაგზავნით ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს.
ვიმედოვნებთ, ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის შემდგომშიც განმტკიცდება და ახალ საფეხურზე ავა.
თქვენო უნეტარესობავ, გულითადად გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და შემდგომ წარმატებებს თქვენს საპატიო მსახურებაში თქვენი სამწყსოსასა და მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა“, – ნათქვამია მისალოც წერილში.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე