ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.
შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რომლებიც ქმნიდა სურსათის დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხეს.
დარღვევების ძირითადი ტიპები:
- ინვენტარისა და ზედაპირების არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია
- ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა
- სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა
- ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია
- ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა
- მღრღნელების არსებობა
- რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა
ობიექტები, რომლებსაც საქმიანობა შეუჩერდათ:
▪️ ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი/რესტორანი
(ბერძენიშვილის ქ. N4)
— რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, გამწოვის გაუმართაობა, ეტიკეტირების დარღვევა, ვადაგასული სურსათი.
▪️ შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი
(ლუბლიანას ქ. 19ა)
— ზედაპირების არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, გამწოვის გაუმართაობა, ეტიკეტირების დარღვევა.
▪️ „100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვება
(გურამიშვილის გამზ. 27)
— რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, გამწოვის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა, ეტიკეტირების დარღვევა.
▪️ ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი
(პეკინის გამზ. 31ბ)
— რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ეტიკეტირების დარღვევა.
▪️ შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი
(კოტე აფხაზის 17)
— მღრღნელები, გამწოვის გაუმართაობა, ეტიკეტირების დარღვევა.
▪️ Fiesta (შპს „მდ ენთერფრაისის“) – კაფე-ბარი/რესტორანი
(გ. სააკაძის ქ. 156)
— ინფრასტრუქტურისა და გამწოვის გაუმართაობა, სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების დარღვევა.
▪️ შპს „სარეია ტრეიდინგი“ – მზა კერძების წარმოება/რეალიზაცია
(პეტრე ბაგრატიონის ქ. 33)
— ინფრასტრუქტურისა და გამწოვის გაუმართაობა, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.
სააგენტომ ყველა ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერა.
კრიტიკული დარღვევა ნიშნავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ფაქტს და ითვალისწინებს საქმიანობის დროებით შეჩერებას.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია