იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე – 31 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი.
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება – ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით სამართალდარღვევები 50%-ით შემცირდა.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა – საქსტატი