ამ გვერდის ამობედვა

1 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული („კომბო“) ბილეთების სისტემას შესთავაზებს

1 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული („კომბო“) ბილეთების სისტემას შესთავაზებს

„კომბო“ ბილეთის საშუალებით შესაძლებელი იქნება ერთიანი ბილეთით რამდენიმე ტურისტულ ობიექტზე შესვლა. ინიციატივის მიზანია, ვიზიტორებისთვის ფინანსური დანახარჯის შემცირება.

 

კომბინირებული ბილეთები ასევე უზრუნველყოფს დროის ეფექტიანად გამოყენებას და ეკოტურისტული მარშრუტების უფრო მოქნილად დაგეგმვას.

 

კომბინირებული ბილეთები გაზრდის ინტერესს სხვადასხვა მიმართულების მიმართ და წაახალისებს ვიზიტორებს, ერთი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე დაცული ტერიტორია მოინახულონ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების დაბალანსებასა და ეკოტურიზმის განვითარებას.

 

კომბინირებული ბილეთები აერთიანებს იმ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც ვიზიტორთა რაოდენობითა და ტურისტული ინტერესით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს წარმოადგენს.

წაკითხვა 49 ჯერ